უკრაინაში საჰაერო თავდაცვის „ჰიბრიდული“ სისტემები ამოქმედდა

უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავეს სწრაფი ხუთი „ჰიბრიდული“ პროექტი, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. 

სტრატეგიული მრეწველობის მინისტრ ალექსანდრე კამიშინის თქმით, „ასეთი გადაწყვეტილებების მთავარი უპირატესობა სწორედ სიჩქარეა.

„ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შემუშავებას სამი-ოთხი წელი სჭირდება. ჩვენ კი, უკვე ვიღებთ მზა პროდუქტებს. არსებობს სხვადასხვა მოკლე, საშუალო და თუნდაც გრძელვადიანი პროექტი. ჩვენ არ გვინდა, კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებს, არამედ, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი ბაზარი, სადაც ისინი ადრე ვერ შედიოდნენ. ჩვენ ვიღებთ საჰაერო თავდაცვის სწრაფ განახლებას და ისინი მიიღებენ შესაძლებლობას, რომ თავიანთი სისტემების ახალ ბაზრებზე ინტეგრირება შეძლონ.”


მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი სისტემები უკვე მოქმედებს უკრაინაში, მომდევნო სისტემები კი, ყოველთვიურად საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად ჩავა.

7 დეკემბერს თეთრმა სახლმა აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზებს შორის „თანამშრომლობისა და ერთობლივი წარმოების“ გაძლიერების გეგმების შესახებ გამოაცხადა. აშშ-უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზის კონფერენციაზე 350-ზე მეტი წარმომადგენელი აშშ-დან, უკრაინიდან და ევროპული ინდუსტრიდან ვაშინგტონში შეიკრიბა, რათა გაეუმჯობესებინათ თანამშრომლობა და წარმოება აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შორის და გაეზარდათ იარაღის მთლიანი წარმოება.

პენტაგონმა უკრაინას მიაწოდა ტექნოლოგიური მონაცემები FrankenSAM-ის ჰიბრიდული საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების დასაწყებად. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, განაახლოს არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, საბჭოთა წარმოების და ზოგიერთ დასავლურ საბრძოლო მასალასთან მისი ინტეგრირება მოახდინოს.