NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს გაერთიანებული სამეფოს მე-7 მსუბუქი მექანიზებული ბრიგადა უხელმძღვანელებს.
NATO-ს მაღალი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (VJTF), რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, 2014 წელს შეიქმნა, პირველად ის ალიანსის კოლექტიური თავდაცვისთვის 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.
ხელმძღვანელობა ყოველწლიურად იცვლება NATO-ს წევრებს შორის და დიდი ბრიტანეთი ახლა მას გერმანიისგან გადაიბარებს. ბერლინი ძალებს 2023 წელს ხელმძღვანელობდა.
გაერთიანებული სამეფო სამუშაო ჯგუფს 2017 წელს ხელმძღვანელობდა.