ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და რაკეტა ჩამოაგდო. აშშ-ის სამხედრო სარდლობის ცნობით, თავდასხმის არეალში არცერთი გემი არ დაზიანებულა. მათივე განცხადებით, ეს ჰუსიტების მხრიდან თავდასხმის 22-ე მცდელობა იყო.
„USS Mason-ის ტიპის ხომალდმა სამხრეთ წითელ ზღვაში ჩამოაგდო ერთი დრონი და ერთი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ჰუსიტების მიერ იყო გასროლილი," - წერია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ასევე გაეცანით: აშშ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში 12 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდო