ტაილანდის პრემიერ-მინისტრი, სრეტა ტავისინი აცხადებს, რომ ჩინეთი და ტაილანდი ერთმანეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს აუქმებენ.
„ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააუმჯობესებს,“ - განაცხადა სრეტა ტავისინმა.
ორი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის მარტიდან შევა.
ცნობისთვის, 2023 წელს ტაილანდმა 28 მილიონი უცხოელი ტურისტი მიიღო.