სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე დაარსებულ BRICS-ის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას პირველ იანვარს ოფიციალურად შეუერთდა ხუთი სახელმწიფო: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. ბლოკში გასაწევრიანებლად ეს ქვეყნები 2023 წლის ზაფხულში მიიწვიეს.
BRICS-ის გაფართოების შემდეგ ორგანიზაცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიო მშპ-ს მესამედზე მეტი და მოსახლეობის 45 პროცენტი მოდის. წევრები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 პროცენტს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციაში მოაქციოს. იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობს.
აქამდე BRICS-ში შედიოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა.