ნორვეგია დანიაში უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის F-16-ებს გზავნის

ნორვეგია თავის ორ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს დანიაში გაგზავნის, რათა წვლილი შეიტანოს უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.

ნორვეგიამ გასულ წელს გამოაცხადა, რომ შეუერთდება დანიას, ნიდერლანდებს, ასევე, სხვა ქვეყნებს, რათა უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები მიაწოდოს.


„მანამდე ნორვეგიამ უკვე გაგზავნა 10 ინსტრუქტორი დანიაში უკრაინელი ომის მფრინავების მოსამზადებლად,“ განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა.

ნორვეგიის საჰაერო ძალებმა საკუთარი F-16 ახალი F-35 საბრძოლო თვითმფრინავებით შეცვალა.