ინდონეზიაში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში სამგზავრო მატარებლების შეჯახებისას სულ მცირე სამი დაიღუპა და 28 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ვაგონებს შორის ჩარჩენილი ორი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ.


ავარიის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები არიან ეკიპაჟის წევრები. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.