უკრაინა და ლიეტუვა უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას იწყებენ

უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას იწყებენ.

შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.

უკრაინის მიერ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ვილნიუსში, 2023 წლის 12 ივლისს მოეწერა ხელი.


„გასულ წელს ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთობების ისეთ დონეს დიდი შვიდეულის ქვეყნებთან (G7), რომ მან საშუალება მოგვცა, გაგვეფორმებინა უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია იმ დროისთვის, ვიდრე ქვეყანა NATO-ში გაწევრიანდება. ახლა ის ქვეყნები, რომლებიც აფასებენ საერთაშორისო სამართალს, თანდათან უერთდებიან დეკლარაციის პრინციპებს და იწყებენ უკრაინასთან მუშაობას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებებზე. მოხარული ვარ, რომ ლიეტუველ პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ ასეთ მუშაობას,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ.

G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.