რუმინეთის პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა სურს - Bloomberg

რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა სურს. ამ ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მის გარდა, მიშელის პოტენციურ შემცვლელად, იტალიელი მარიო დრაგი და ლუქსემბურგელი ხავიერ ბატელი სახელდებიან, თუმცა ლუქსემბურგის ყოფილმა პრემიერმა ბატელმა და ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ინფორმაცია უარყო.


ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ვადამდე ადრე გადადგომასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და „ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად.“

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი, ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას,“ – განაცხადა შარლ მიშელმა.


შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრამდე, როტაციული სისტემის გამო, უნგრეთი შეითავსებს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს. ის უკრაინის დახმარებას მკაცრად ეწინააღმდეგება. ორბანმა კიევისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. ოქტომბერში ორბანი პირველად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.