კოვიდვაქცინა ფილიპინებზეც ჩაიტანეს

ფილიპინებმა COVID-19 ვაქცინის დოზის პირველი პარტია ჩინეთიდან მიიღო. პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელებისა და სამხედრო პერსონალის აცრას გეგმავენ. Reuters-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე Sinovac Biotech-ის საწყისი, 600 000 დოზის მიღებას დაესწრო. ტვირთი ადგილზე ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩაიტანა.

ფილიპინები სხვა მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და Astrazeneca-ს ვაქცინის 525,600 დოზას, სავარაუდოდ ორშაბათს მიიღებს.ფილიპინები წლის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინის 25 მილიონ დოზას ელოდება.

ვაქცინა დღეს მოლოდოვამაც მიიღო, ტაილანდში კი ვაქცინაცია დღეს დაიწყო.