ყაზახეთი: ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია

ყაზახეთი მტკიცედ უჭერს მხარს "ერთი ჩინეთის" პრინციპს და ტაივანს ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ქვეყანა მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მისაღწევად.“


„ტაივანში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ყაზახეთის რესპუბლიკა იმეორებს თავის მტკიცე მხარდაჭერას „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა არის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ჩინეთს, ხოლო ტაივანი არის ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი,“ - ნათქვამია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტმა, მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაი ჩინ-ტიმ გაიმარჯვა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ლაი ჩინ-ტის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან ის ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს