უნგრეთი, სერბეთი და სლოვენია ელექტროენერგიას გაცვლიან

უნგრეთის, სერბეთისა და სლოვენიის ელექტროენერგიის ერთობლივი სავაჭრო ბირჟა ცენტრალურ ევროპაში, შესაძლოა, 2024 წლის პირველ ნახევარში ამოქმედდეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად იქცა.


„კარგი ამბავია, რომ ცენტრალურ ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ინტეგრირებული ბირჟის შექმნასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ქვეყნებს შორის მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ეს განსაკუთრებით ეხება ცენტრალურ ევროპას, სადაც ნავთობისა და გაზის დიდი საბადოები არ არის, ამიტომ, სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულება აქ კიდევ უფრო დიდია.

კორპორატიული და ტექნიკური გადაწყვეტილებები მიიღეს სლოვენიამ, სერბეთმა და უნგრეთმა. „მთავრობების მიერ ამ გადაწყვეტილებების დამტკიცების შემდეგ, სამი ქვეყნის ერთობლივი ენერგო ბირჟა შეიძლება, ამოქმედდეს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - აღნიშნა სიიარტომ.