შვეიცარია მშვიდობის გლობალური სამიტის მასპინძლობისთვის მზად არის. შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვეიცარია გრძელვადიან მშვიდობას ყოველთვის დაუჭერს მხარს.
„ბატონმა ზელენსკიმ მკითხა, იყო თუ არა სამიტის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად. მე დავადასტურე, რომ კონფერენციის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს სიღრმისეულად განვიხილავთ, რათა სამშვიდობო პროცესი წარმატებული იყოს. შვეიცარია გრძელვადიან მშვიდობას ყოველთვის დაუჭერს მხარს და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ შვეიცარიას ამაში წვლილის შეტანა შეუძლია,“ - აღნიშნა ამერდმა.
14 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართა.