დანია და ნიდერლანდები 14 ერთეული Leopard 2A4-ის ტიპის ტანკიდან პირველი ორის ერთობლივად მიწოდებისთვის ემზადებიან. ტექნიკა გერმანიაში გარემონტდა და თავდაპირველად, ისპოლონეთში გაიგზავნება, სადაც უკრაინელი სამხედროები სწავლებას გაივლიან.
„ამჟამინდელი განრიგის მიხედვით, ტანკები სათადარიგო ნაწილებთან და საბრძოლო მასალასთან ერთად, უკრაინას ამ ზაფხულს მიეწოდება,“ - აცხადებენ ნიდერლანდების თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.
მოსალოდნელია, რომ ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა მთავარ როლს შეასრულებენ, როდესაც კიევი წინსვლას რამდენიმე ფრონტზე ცდილობს. კიევი დიდი ითხოვდა უახლესი ტანკების მიწოდებას ითხოვს, მაგრამ ძირითადი შეტევებისთვის ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობა მიიღო. Leopard-ებისა და სხვა მოდელების სარემონტო ცენტრი პოლონეთში გაიხსნა, ტანკების პარტია გლივიცში 2023 წლის დეკემბერში ჩავიდა.