შუა დერეფნის გავლით ექსპორტის 10 მილიონ ტონამდე გაზრდას ველოდებით - ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი

„დივერსიფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტზე, რომელიც შუა დერეფანს წარმოადგენს. ჩვენ საკმაოდ ბევრ ინვესტიციას ვახორციელებთ, ეს დერეფანი არის ალტერნატივა ჩვენი ტრადიციული მარშრუტებისა, რომლებსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამავდროულად, ვავითარებთ სხვა გზებს ჩვენი პროდუქტის ექსპორტისთვის,“ – ამის შესახებ ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა, ალიბეკ კუანტიროვმა მედიას დავოსში განუცხადა.


მისი თქმით, 2025 წლისთვის ექსპორტი 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

„ჩვენი აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი მეგობრების დახმარებით, ორ საგზაო რუკას მოვაწერეთ ხელი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. 2023 წელს ექსპორტი კასპიის ზღვიდან შუა დერეფნის გავლით ჩვენი ორი პორტიდან გაიზარდა 86 პროცენტამდე, 2,8 მილიონი ტონით. მთლიანობაში, ოთხივე ქვეყანა ველოდებით, რომ 2025 წლისთვის ამას 10 მილიონ ტონამდე გავზრდით, წელს საერთო, 2,8 მილიონი ტონიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობზე მოდიოდა და ეს პირველად მოხდა,“ – განაცხადა მინისტრმა.


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.