„ძლიერი NATO გვჭირდება ისე, როგორც არასდროს“ - მოკავშირეთა თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეკრების ფოკუსი

17-დან 18 იანვრამდე, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მეთაურთა სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. მოკავშირეთა თავდაცვის 31 მეთაურმა და მოწვეულმა შვედეთმა ყურადღება გაამახვილეს ალიანსის ახალი თავდაცვის გეგმების შესრულებაზე, NATO-ს საბრძოლო შესძლებლობების ტრანსფორმაციაზე, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერასა და სამხედრო თანამშრომლობაზე ალიანსის პარტნიორებთან ავსტრიასთან, ავსტრალიასთან, ირლანდიასთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან, შვეიცარიასთან და კორეის რესპუბლიკასთან. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში თავდაცვის მეთაურები NATO-უკრაინის საბჭოს ფორმატში პირველად შეხვდნენ.


NATO-ს სამხედრო კომიტეტის სესიის გახსნისას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან ერთად, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დიდი ზეწოლის ქვეშაა.

შედეგად ჩვენ ყველაზე საშიში სამყაროს წინაშე ვართ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. კოლექტიური თავდაცვის ამ ახალ ეპოქაში ჩვენ უნდა დავიცვათ არამხოლოდ ჩვენი 1 მილიარდი ადამიანის და 31 (მალე 32) ერის ფიზიკური უსაფრთხოება, ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას და დემოკრატიას,“ აღნიშნა ბაუერმა.


გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა გლობალური უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევას.

„დღეს ჩვენს მშვიდობას საფრთხე ემუქრება. ომი, ტერორიზმი, არასტაბილურობა. ავტორიტარული სახელმწიფოები საფრთხეს უქმნიან ჩვენს ღირებულებებს. ძლიერი NATO გვჭირდება ისე, როგორც არასდროს და ძლიერი NATO არის ის, რაც გვაქვს,“ - აღნიშნა ჯოანამ.