დღეს, 2024 წლის 17 იანვარს, NATO-ს უმაღლესი სამხედრო ორგანო, სამხედრო კომიტეტი, ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მეთაურთა ფორმატში შეიკრიბა. შეხვედრის მთავარი თემაა NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებაა, თავდაცვის ახალი გეგმების მაქსიმალური შესრულების გზით.
- ღონისძიების გახსნისას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ ვხვდებით ყველაზე საშიშ სამყაროს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. NATO კოლექტიური თავდაცვის ახალ ეპოქაში შევიდა.
„თავდაცვის ახალი გეგმების განხილვისას, ადმირალმა ბაუერმა განაცხადა: „ეს არის ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმები, რომლებიც NATO-ს ჰქონდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. NATO-სა და ეროვნული თავდაცვის გეგმები ასე მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული არასოდეს ყოფილა,“ აღნიშნავს ბაუერი და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აყალიბებს თავდაცვის ახალი გეგმები მოკავშირეთა შეიარაღებულ ძალებს მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები ახლა აქტიურად მუშაობენ თავდაცვის ახალი გეგმების მაქსიმალური შესრულებისთვის. სამხედრო თვალსაზრისით, ამისთვის მეტი ნაბიჯია გადასადგმელი.
სიტყვის დასასრულს ადმირალმა ბაუერმა ყურადღება გაამახვილა NATO-ს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. მისი შეფასებით, უფრო საშიშ სამყაროში მჭიდრო თანამშრომლობა და გაზრდილი თავსებადობა უმნიშვნელოვანესია.
„არსებობს მზარდი საჭიროება, რომ მოვემზადოთ მოულოდნელობისთვის და შევხედოთ გამოწვევებს ყველა საფრთხის გათვალისწინებით: „ამისთვის პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობა არის საკვანძო“, ხაზგასმით აღნიშნა ადმირალმა ბაუერმა.
- NATO-ს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაცია სჭირდება.
„ბატონი მირჩა ჯოანას სიტყვა (მან ასევე მიმართა დამსწრეებს, რედ,) საუკეთესოდ აჯამებს ძველი გამონათქვამს: თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის. ჩვენი მზადყოფნისა და შეკავების მაქსიმალური გაზრდა ხელს უწყობს კონფლიქტის წარმოშობის ალბათობის მინიმუმამდე შემცირებას. ჩვენი წმინდა ამოცანაა, გავააქტიუროთ ჩვენი კარგად აღჭურვილი ძალები და მხარი დავუჭიროთ მათ, რადგან ისინი იცავენ ჩვენს დიდ ალიანსს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ მათი სამსახური და თავგანწირვა... რადგან ისინი იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს და კანონის უზენაესობას, რომლებიც ქმნიან ჩვენს საზოგადოებებს. 3 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე კაცი და ქალი ერთად იცავს NATO-ს თავდაცვით ფარს,“ - დაამატა ბაუერმა.