ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისრაელთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა.
The Guardian-ი წერს, რომ ევროკავშირი ისრაელს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ უბიძგებს
მისი შეფასებით, ისრაელის მთავრობის წინააღმდეგობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიუღებელია.
„მიუღებელია [ისრაელის] განცხადება, რომ არ მსურს ასეთი გადაწყვეტა,“ განუცხადა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ორი სახელმწიფოს პრინციპს ემხრობა.
„რა სხვა გადაწყვეტა აქვთ მათ მხედველობაში? რომ ყველა პალესტინელი წავიდეს? მათი ამოხოცვა?” - განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 წევრის საბოლოო მიზანი კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.
ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ პრობლემის ნაწილია, მაგრამ ის, თუ როგორ ცდილობს ისრაელი მებრძოლი ჯგუფის განადგურებას, არასწორია და თესავს სიძულვილს, რომელიც თაობებს გადაეცემა.
დღევანდელ შეხვედრას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიად ალ-მალიკიც ესწრებიან.