ყაზახეთმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.
ეს თემა ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ტალგატ ლასტაევსა და IFC-ის წარმომადგენლებს შორის განიხილებოდა.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ყაზახეთის ზოგიერთი აეროპორტის, მშრალი პორტებისა და ლოგისტიკური პარკების განვითარებაზე, ყაზახეთის საზღვარზე ჩინეთთან მესამე საგუშაგოს, აქტაუს პორტში საკონტეინერო კვანძისა და სარჟას მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობაზე. ასევე, მთელი რიგი მაგისტრალების რეკონსტრუქცია.
„მომდევნო 5 წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო სატრანსპორტო ინდუსტრიაში დასახული ყველა ამოცანის შესასრულებლად, მათ შორის, სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდა. სამინისტრომ ჩამოაყალიბა 36 პროექტი სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის, ავიაციის და საავტომობილო გზების სფეროებში,“ - განაცხადა ლასტაევმა.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.
მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.