უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული ტერორი უკრაინის წინააღმდეგ.
„ჩვენს ქალაქებსა და ხალხზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ეს არის მიზანმიმართული ტერორი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ კიევში, ხარკოვში, პავლოგრადში. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები,“ - წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „კიევში, დაბომბვის შედეგად, 22 ადამიანი დაშავდა, ხარკოვში რუსეთის ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 51 ადამიანი, მათ შორის არის 4 ბავშვი.“