ლიეტუვამ სამხედროებს, მესაზღვრეებსა და პოლიციელებს რუსეთში, ბელორუსსა და ჩინეთში გამგზავრებაზე შეზღუდვები დაუწესა

ლიტვის მთავრობამ სამხედროებს, ასევე მესაზღვრეებს და პოლიციელებს რუსეთში, ბელორუსსა და ჩინეთში სამუშაო საათებში გამგზავრება აუკრძალა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყნების სია ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების შეფასებაზე დაფუძნებით შეადგინეს.


„ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია, ბელორუსი და ჩინეთი საფრთხეს უქმნიან ლიეტვუის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, რაც გამოიხატება ამ ქვეყნების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ ლიეტუვის წინააღმდეგ ჯაშუშობაში,“ - განმარტავს ლიეტუვური მხარე გადაწყვეტილებას.


რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომელიც ამ ინიციატივით გამოვიდა, ამ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები პოტენციური გადაბირების მიზნით აგროვებენ ინფორმაციას ლიეტუვის მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქვთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე.