უჟჰოროდში, უკრაინული და უნგრული მხარეების მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი უჟჰოროდში უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს პეტერ სიიარტოს შეხვდნენ.


„საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაიწყეს მოლაპარაკებები უჟჰოროდში უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით,“- ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრის მომზადებას ისახავდა მიზნად.