Rheinmetall-ი გერმანიაში საბრძოლო მასალის ახალ ქარხანას ააშენებს, ჭურვები უკრაინასაც მიეწოდება

Rheinmetall-ი გერმანიაში საბრძოლო მასალის ახალ ქარხანას ააშენებს. Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორის არმინ პაპერგერის თქმით, ჭურვები უკრაინასაც მიეწოდება.

„ჩვენ ახლა ავაშენებთ ახალ საბრძოლო ქარხანას გერმანიაში, რეკორდულ დროში, რათა უზრუნველვყოთ მიწოდების სტრატეგიული უსაფრთხოება,“აღნიშნავს პაპერგერი.


მისი თქმით, სამხედრო შესყიდვებში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ.

„გასულ წელს მხოლოდ Rheinmetall-მა მიიღო 10 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები ან ჩარჩო ხელშეკრულებები ფედერალური მთავრობისგან ბუნდესვერისთვის და უკრაინისთვის. წელს ეს თანხა გაიზრდება სულ მცირე 15 მილიარდამდე," - აღნიშნავს Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინაში ქარხნის ამუშავებას 2024 წელს გეგმავს.