NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.
როგორც Europetime-ს ალიანსის პრესამსახურიდან აცნობეს, სტოლტენბერგი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის (SOCOM) შტაბბინაში, ტამპაში, ფლორიდაში იმყოფებოდა.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეების გაზრდილი თავდაცვითი ხარჯები არამხოლოდ გააძლიერებს ეროვნულ შესაძლებლობებს, არამედ ხელს შეუწყობს უფრო მეტ თანამშრომლობას ალიანსში.
უსაფრთხოების საფრთხეებსა და მზარდი გამოწვევების გლობალურ ხასიათზე მითითებით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეები ერთად შეადგენენ მსოფლიოს ეკონომიკური და სამხედრო ძალის ნახევარს. „NATO კარგი გარიგებაა ყველა მოკავშირისთვის… NATO კარგი გარიგებაა შეერთებული შტატებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
ორშაბათს გენერალურ მდივანს დისკუსია ჰქონდა აშშ-ის მაღალჩინოსნებთან და სახელმწიფო მდივანთან. ის ასევე შეხვდა თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს, რათა განეხილათ უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელება და ასევე მზადება ნატოს სამიტისთვის ამ ივლისში ვაშინგტონში.
- „პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს“ - სტოლტენბერგის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ერთობლივი განცხადება
- იენს სტოლტენბერგმა კონგრეში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა
- „ჯაველინებმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულეს უკრაინაში, ომის პირველ კვირებში - სტოლტენბერგი