ISW: თურქული ბანკები რუსების ანგარიშებს სანქციების საფრთხის გამო ხურავენ

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი თურქული ბანკი, რომელიც რუსულ ბიზნესთან არის კავშირში, აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების გამოწვევის შიშით, ანგარიშებს, ხურავს იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) პირველ თებერვალს რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზეთ „ვედომოსტის“ ციტირებით.

რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებმა Vedomosti-ს განუცხადეს, რომ თურქეთში ბანკები ხურავენ რუსულ კორპორატიულ ანგარიშებს და წყვეტენ ურთიერთობას კლიენტებთან, რომლებიც თურქულ ბანკებთან, 2022 წლის თებერვალში უკრაიანში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თანამშრომლობენ. წყაროების თქმით, თურქულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ეს ზომები აშშ-ის სანქციების საფრთხის საპასუხოდ მიიღეს.


კრემლმა დაადასტურა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს. „დიახ, ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ აქტიურ დიალოგში ვართ ჩვენს თურქ პარტნიორებთან და კოლეგებთან, განვიხილავთ ამ საკითხებს," - განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, სანქციების გამო რუსული კომპანიები კვიპროსსაც ტოვებენ.