დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) მისია აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. მისი ბაქოში 6 თებერვალს ჩავა.
ექვსკაციან დელეგაციაში, რომელსაც სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი ხელმძღვანელობს, შედიან უკრაინის უმაღლესი რადას მოადგილეები სვიატოსლავ იურაში და მიხაილო პაპიევი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი, ასევე სუამის სამდივნოს პროგრამის კოორდინატორები თეიმურაზ კილაძე და საბუჰი ტამი. სუამ-ის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგის შედეგების ანგარიშს კენჭისყრის შემდეგ გამოაქვეყნებს. აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართება.
სუამი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც ოთხი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი მოლდოვა) შედგება.
შეგახსენებთ, სუამი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას დაფუძნდა. ორი წლის შემდეგ 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთი შეუერთდა, თუმცა უზბეკეთმა 4 წლის შემდეგ სუამი დატოვა.