აშშ-სა და პარტნიორების დახმარება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ISW

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, შეერთებული შტატებისა და დასავლელი პარტნიორების სამხედრო დახმარება უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება მოკლევადიან პერიოდში, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის (DIB) ასაშენებლად. სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატები რჩება ძირითადი წყარო ისეთი სამხედრო აღჭურვილობის, როგორიცაა M1 Abrams ტანკები, ჯავშანტექნიკა, მოწინავე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და შორი დისტანციის დარტყმის სისტემები - რაც აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტების პრიორიტეტი იყო წინა წლებში.


ISW-მ აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორები კიდევ უფრო აფართოებენ უკრაინის მხარდაჭერას, აშშ-ის დახმარება ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის დასახმარებლად DIB-ის აშენების თვალსაზრისით.


„შეერთებულ შტატებს მოუწევს უკრაინის მხარდაჭერა რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე ის ავითარებს საკუთარ DIB-ს. თუმცა უკრაინის მოთხოვნილებები საერთაშორისო დაცვის მიმართ, გრძელვადიან პერსპექტივაში შემცირდება, რადგან ის საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებს, რათა თვითკმარი გახდეს.


ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ძალისხმევის საბოლოო წარმატება მისი DIB-ის ასაშენებლად, დამოკიდებულია უკრაინის უნარზე, გაათავისუფლოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ.


შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 


რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.