აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატმა ილჰამ ალიევმა, პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ და მათი ოჯახის წევრებმა ხმა ქალაქ ხანკენდის [სომხ – სტეფანაკერტი] მე-14 უბანზე მისცეს.
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ შვიდი კანდიდატი დარეგისტრირდა.
ალიევმა ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ივლისში დანიშნა
მისი განმარტებით, ამის უპირველესი მიზეზია „აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა“, 30-წლიანი ოკუპაციის დასასრულის დაგვირგვინება და ახალი ეპოქის დაწყება“, რაც „საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაგვირგვინებულიყო.“
ის მიზეზებს შორის ასევე ასახელებდა მუნიციპალურ არჩევნებს ასახელებს, რომელიც 2025 წლის აპრილამდე უნდა გამართულიყო და წინ უსწრებდა საპრეზიდენტო არჩევნებს.
გარდა ამისა, ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო პოსტზე მისი 20-წლიან მმართველობას აღნიშნავს.
ალიევმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა.