NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა თავდაცვის მინისტრის დონეზე 15 თებერვალს გაიმართება.
ინფორმაციას NATO ავრცელებს.
შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ცალკე შეხვედრა, რომელსაც აშშ მასპინძლობს, NATO-ს შტაბ-ბინაში, 14 თებერვალს გაიმართება.
10 იანვარს NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაძლიერება იყო.
როგორც ცნობილია, საბჭოს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 29 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა.
NATO-უკრაინის საბჭო პირველად, 26 ივლისს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ შეიკრიბა.