ილონ მასკი რუსეთისთვის თანამგზავრული ინტერნეტის აპარატურის მიწოდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამერიკელმა მილიარდერმა ამის შესახებ X-ზე დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. მასკმა გავრცელებულ ცნობას „ყალბი“ უწოდა.
„ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ SpaceX რუსეთისთვის Starlink-ის ტერმინალებს ყიდის. ეს კატეგორიულად მცდარი ინფორმაციაა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რუსეთისთვის არცერთი Starlink არც პირდაპირი, არც ირიბი გზით მიწოდებული არ ყოფილა,“ წერს მასკი და კომენტარებში ამატებს: მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა მე ჭკვიანი კაცი მიწოდა, მე მას Starlink-ის ტერმინალებს არ მივცემ.“
ამასთან, ილონ მასკმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა რუსეთს Starlink-ის ტერმინალების გამოყენება, თუ ის შუამავლის მეშვეობით არის შეძენილი.