რუსეთი Starlink-ის ტერმინალებს მესამე ქვეყნების მეშვეობით იღებს - უკრაინის დაზვერვა

რუსული ძალები მესამე ქვეყნებიდან უკანონოდ მოიპოვებენ Starlink-ის სატელიტურ ტერმინალებს და აძლიერებენ მათ გამოყენებას უკრაინის ფრონტის ხაზზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს პრესსპიკერმა ანდრი იუსოვმა Reuters-ს განუცხადა.


ცდილობს თუ არა უკრაინა რუსეთის მიერ ტერმინალების გამოყენების შეჩერებას, იუსოვმა უპასუხა: „დიახ, სამუშაო მიმდინარეობს.“

Starlink ამბობს, რომ ის რაიმე სახის ბიზნესს რუსეთის მთავრობასთან ან სამხედროებთან არ ეწევა.