ამერიკის საელჩო: სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში

საქართველოში ვიზიტისას, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ბიუროს ხელმძღვანელი, შენონ გრინი არჩევნებზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებს შეხვდა.


USAID-ის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს USAID-ის მხარდაჭერაზე, რომელიც არჩევნებზე მოკლე და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საკითხს ეხება.

„USAID გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერებას, 2024 წლის საარჩევნო ციკლის განმავლობაში და მას შემდეგაც,“ - წერს USAID Georgia.

მისივე განცხადებით, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაში, მათ შორის, ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგის პროცესში.“


თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, რაც ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია.