ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით გაიზარდა

იანვარში BTC-ით გადაზიდული ნავთობის მოცულობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალური ნავთობსადენებით 3,269,100 ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა, რაც 0,43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.


ტრანსპორტირებული ნავთობის 76% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა და 2023 წელს ამ მილსადენით 2 486,1 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1,87%-ით მეტია.


საანგარიშო პერიოდში BTC მილსადენით გადაზიდული ნავთობის 82,7%  -  2 055,3 ტონა წარმოებულია აზერბაიჯანში, აქედან 17,3% - 430,8 ათასი ტონა (16,2% ზრდა) თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ნავთობია.