უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებს რუსული დიდი სადესანტო ხომალდის ცეზარ კუნიკოვის განადგურების გამო.
„მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს - მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! დღეს ჩვენ შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და მეტი მოტივაცია მივეცით ჩვენს ხალხს. ეს მნიშვნელოვანია. ეტაპობრივად გავწმენდთ შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.