The Hill-ისთვის დაწერილ სტატიაში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
- მან პუტინი ჰილტერს შეადარა, უკრაინის დაფინანსების საკითხზე საუბრისას კი, რომელიც კონგრესში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საქართველოსთან გაავლო პარალელი.
დევიდ ქემერონი თავდაპირველად გაფრთხილებით გამოვიდა, რომ პუტინის მიმართ არ უნდა გამოიჩინონ ისეთი „სისუსტე, რომელიც გამოვლინდა ჰიტლერის წინააღმდეგ 1930-იან წლებში." ქემერონმა მოუწოდა კონგრესს , სადაც კითხვის მიშნის ქვეშ დგას უკრაინის დაფინანსების საკითხი, მხარი დაუჭიროს დაფინანსების პაკეტს.
„არ მინდა, გამოვავლინოთ ის სისუსტე, რომელიც გამოვლინდა ჰიტლერის წინააღმდეგ 1930-იან წლებში. ის დაბრუნდა მეტის გამო, რაც გაცილებით მეტი სიცოცხლე დაგვიჯდა მისი აგრესიის შესაჩერებლად. არ მინდა, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა ან ვაჩვენოთ გაურკვეველი პასუხი, როგორც ეს მოხდა 2014 წელს, როცა პუტინმა ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი დაიპყრო - ის 2022 წელს დაბრუნდა და მისი აგრესია ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდა,“ აღნიშნავს ბრიტანელი დიპლომატი.
ის ამ კვირაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინ ეწვევა ბულგარეთსა და პოლონეთს, სადაც მოსალოდნელია, რომ მოუწოდებს თავის კოლეგებს, გაზარდონ უკრაინისთვის თავდაცვის წარმოება.
„მე მინდა, ვაჩვენოთ ის ძალა, რომელიც 2022 წლის შემდეგ გამოვავლინეთ, როცა დასავლეთი უკრაინას პუტინის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნახევრის დაბრუნებაში დაეხმარა, NATO-ს სამხედრო პერსონალის დანაკარგების გარეშე," - აღნიშნავს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ვიზიტებამდე გამოქვეყნებულ წერილში.