საბრძოლო მასალის ევროპის უმსხვილესმა მწარმოებელმა Rheinmetall-მა, უკრაინაში ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. ამის შესახებ გერმანულმა კომპანიამ X-ის (Twitter) საკუთარ გვერდზე დაწერა. მემორანდუმს ხელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოეწერა.
Rheinmetall აღნიშნავს, რომ ის ყოველწლიურად ექვსფიგურიან 155 მმ ჭურვებს, მათ შორის, საწვავის ჭურვებს აწარმოებს. ერთობლივი საწარმოს 51% Rheinmetall-ს ეკუთვნის, 49% - უკრაინულ პარტნიორ კომპანიას.