ევროკავშირმა ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა

20 თებერვალს ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის საქმეთა რწმუნებული ბრიუსელში ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის პატიმრობაში სიკვდილის გამო გამოიძახა.

„ევროკავშირის მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, შუა აზიის რეგიონუდ და ეუთოს საკითხებში, მიხაელ ზიბერტმა გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ევროპის კავშირში კირილ ლოგვინოვი და მოუწოდა რუსეთს, ნავალნის სიკვდილის „გარემოებათა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს“ - ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.


ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.