ნავალნის სიკვდილის, გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს

ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები, მაგრამ დამატებით სანქციებს განვიხილავთ, დიახ,“ - უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.


ამასთან, ჯო ბაიდენმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტია“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ შეცდომას უშვებენ, რადგან წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცებაზე უარს ამბობენ.


ააშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ნავალნის სიკვდილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებაზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ არის.


რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.