„ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ადგილობრივების გრძნობებზე თამაშობენ - ლევან დავითაშვილი

სოფლის მეორნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად ჩავა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მინისტრი თვლის, რომ მათ ხელთ არსებული საექსპერტო დასკვენების საფუძველზე მოახერხებენ მოსახლეობის დარწმუნებას და პროექტი წარმატებით განხორციელდება.

ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრები დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტსა და ქუთაისში. ვინაიდან ქვედა ნამახვანი იმერეთის ტერიტრიაზეა განთავსებული და მოიცავს წყალტუბოს რაიონის სოფლებს და მინისტრის თქმით, მშენებლობისთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყტილება მხოლოდ ქვედა ნამახვანზეა გაცემული.

„სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ, მოსახლეობის ეს გრძნობები გამოიყენონ. ესეც უპასუხისმგებლობაა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი არგუმენტია, თითქოს, ეს კვლევები საკმარისი, სრული არ არის და ასე შემდეგ. თუ მასალა მათ არ უნახავთ, კვლევებს როგორ აფასებენ?! ხშირად თავის თავს ეწინააღმდეგებიან. სამწუხაროდ, ჩვენ მეტი მედია პლატფორმა გვჭირდება, რათა მოსახლეობამდე სიმართლე მივიტანოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი პოტენციური ინვესტორის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.