„ანაკლიის პორტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არასდროს ჰქონია, მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნების პრობლემა აფერხებს“- ამის შესახებ Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ტვირთბრუნვის მასშტაბიდან გამომდინარე, ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია, რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება. ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება“, - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურა ბატიაშვილმა.
მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს.
.