თურქეთმა ჩინეთისა და საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა

თურქეთმა საფრანგეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, 3 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ჯაშუშობდა საფრანგეთის დაზვერვისთვის და 7 ეჭვმიტანილი, ინფორმაციას ჩინეთის დაზვერვისთვის აგროვებდა.


როგორც Ukrinform იტყობინება, მიმდინარე წლის იანვარში, ოპერაციის ფარგლებში თურქეთის რვა პროვინციაში, მათ შორის, სტამბოლში, ისრაელის საგარეო დაზვერვისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 34 ადამიანი დააკავეს.

20 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს.