ალექსეი ნავალნის თანამოაზრეების ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი დღეს, 24 თებერვალს დედას გადაეცა.
„ამჟამად ლუდმილა ივანოვნა სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ არ ვიცით, ჩაერევა თუ არა ხელისუფლება მათ განხორციელებაში ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, როგორც კი კი ხელმისაწვდომი გახდება,“ - აცხადებს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.
რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.