NATO საზღვაო წვრთნებს იწყებს

NATO-ს საზღვაო სწავლება Dynamic Manta დღეს იწყება. წვრთნები სამხრეთ იტალიის მახლობლად ჩატარდება.

ყოველწლიურ ორკვირიან წვრთნებში, მოკავშირეები თურქეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მონაწილეობენ.


სწავლების მიზანი იქნება საზღვაო ამოცანების შესრულების უნარის გაძლიერება, მათ შორის, საზღვაო კონტროლისა და საზღვაო აკრძალვის ჩათვლით, NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და კრიზისზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება.