ზელენსკი გამოდის გაფრთხილებით, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი ელოდება მილიონობით ადამიანს

უკრაინის პრეზიდენმტა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა, რას გააკეთებს უკრაინა შეერთებული შტატების ახალი დახმარების გარეშე. მისი თქმით, უკრაინა ზეწოლას განახორციელებს პარტნიორებზე, მაგრამ ამერიკულ იარაღს ალტერნატივა არ აქვს, რომელიც თავდაცვის ძალებს სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, აქვს თუ არა ხელისუფლებას შიდა რეზერვები ევროპული ფულის გარდა და რისი იმედი აქვს სახელმწიფოს.


„პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ამერიკულ დახმარებაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ფინანსური რეზერვების საკითხი. ეს არის იარაღი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ უმეტესწილად ეს ფული არის იარაღი და, შესაბამისად, გესმით, რა შედეგი იქნება "ჩვენ უბრალოდ დავსუსტდებით ბრძოლის ველზე. აქ ვერ გეტყვით რა მოხდება. აქ კი რეზერვი არ მაქვს", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.


„ჩვენ ვეძებთ სხვა შესაძლებლობებს, რომ ვიყიდოთ იარაღი, ავიღოთ დამატებითი ფული, დამატებითი სესხები, მოვახდინოთ ზეწოლა ჩვენს პარტნიორებზე,“- განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, საუბარია იარაღის კონკრეტული პაკეტების საკითხებზე. მან მაგალითი მოიყვანა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა მილიარდნახევარი დოლარი ღირს.


„შესაძლებელია თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეერთებული შტატების გარეშე? არა! მსოფლიოში არ არსებობს შესაბამისი სისტემები,“ განაცხადა ზელენსკიმ.


25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტმა ჰკითხა რესპუბლიკელი სენატორის, ჯეი დი ვენსის განცხადებაზე, რომ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება ბრძოლის ველზე რეალობას ვერ შეცვლის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ სენატორს ესმის, რა ხდება უკრაინაში, რადგან ამის გასაგებად ფრონტის ხაზზე უნდა ჩახვიდე, ხალხს დაელაპარაკო და მიხვდები, რომ მხარდაჭერის გარეშე მილიონობით ადამიანს მოკლავენ.


ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინაში სიკვდილი ელოდება მილიონობით ადამიანს. უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ აშშ-ის კონგრესი დაფინანსების გაგრძელების საკითხს დადებითად გადაწყვეტს.


ბაიდენი კონგრესის ლიდერებთან განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობას, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის შეწყვეტა. ამჟამად აშშ-ის აქვს კონგრესის მიერ დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის მოქმედების ვადა პირველი მარტიდან ამოიწურება.


პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი და სენატში დემოკრატების უმრავლესობის და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერები, ჩაკ შუმერი და მიჩ მაკკონელი. თეთრი სახლის ინფორმაციით, დღის წესრიგშია უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარების საკითხებიც.


კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის გამო, აშშ ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო თანხის გამოყოფას.

სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა, ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არამხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ, აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.