რამდენიმე ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ ევროპის გარეთ, უკრაინის არმიისთვის მეტი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით მოწვეული არაფორმალური სამიტი მონაწილეებმა განაცხადეს, იუწყება Le Monde. ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ თხუთმეტი ქვეყანა მზად არის, შეუერთდეს მისი სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. „ჩეხეთის ინიციატივას რამდენიმე ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ფიალამ პარიზში შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის.“
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჩეხეთის წინადადება შეესაბამება ევროკავშირის წარსულ პოლიტიკას და განაცხადა, რომ პარიზი შეუერთდება ინიციატივას. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ, ბოლო კვირებში გააფორმეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები კიევთან. ევროკავშირი ცდილობს, შეასრულოს უკრაინის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით, ჭურვების მიწოდებასთან დაკავშირებით.