ყაზახეთმა მსოფლიო ბანკს შუა დერეფნის განვითარების სტრატეგიის მომზადება შესთავაზა

ყაზახეთმა მსოფლიო ბანკს (WB) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR შუა დერეფნის) განვითარებისათვის სტრატეგიის მომზადება შესთავაზა.

ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა საფარ ბექტასოვმა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.


მისი თქმით, ცენტრალური აზიის რეგიონსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირის მნიშვნელოვანი პოტენციალის გათვალისწინებით, კავკასიის გავლით ევროპასთან მისასვლელად, აუცილებელია ქვეყნებს შორის კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.

„ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებას შუა დერეფნის ქვეყნებისთვის. დერეფანი, რომელიც გაგრძელდება, მაგალითად, 2040 წლამდე ან მის შემდეგ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო ბანკს, გამოიკვლიოს შუა დერეფნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა, მომავალში პოტენციური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ცვლილებების გათვალისწინებით,“ - განაცხადა ბექტასოვმა.