უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა.
ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა უკრაინის ლიდერთან ქალაქ ტირანაში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
„გარდამტეხი მომენტია უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში,“ - დაწერა ჰასანმა.
მანამდე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში როგორც ორმხრივი ვიზიტით, ასევე უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩასულიყო.
„მოწვეული იქნება ლიდერების მნიშვნელოვანი რაოდენობა ევროპის ამ ნაწილიდან და პრეზიდენტი ზელენსკი იქნება ღონისძიების თანაორგანიზატორი და თანათავმჯდომარე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ კონტექსტში“, - განაცხადა პრემირმა.