საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე.
მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ.
„რეალობა ისაა, რომ რუსეთი საფრანგეთს ყოველმხრივ პირდაპირ და მყისიერ საფრთხეს უქმნის,“ - აღნიშნა ატალმა.
პარიზს ჯერ არ აქვს კონკრეტული გეგმები უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესახებ. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ამაზე საუბრისას, მხოლოდ დაუშვა ეს შესაძლებლობა, რადგან ომის დასაწყისში პარიზი დაეხმარა კიევს ექსკლუზიურად "საძილე ტომრებითა და ბინოკლებით", მაგრამ შემდეგ გააფართოვა დახმარება უახლესი იარაღისთვის.
სენატში სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ჟან-ნოელ ბარო. მისი თქმით, უკრაინის არმია ასევე იბრძვის ევროკავშირისა და საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის, რადგან თუ კიევი დამარცხდება, ფრონტის ხაზი აუცილებლად გადავა დასავლეთისკენ.
„როცა მეზობლის სახლს ცეცხლი ეკიდება და ხანძრის გავრცელება ემუქრება, ჩვენ არ ვდგებით გულმოდგინედ, ვდგებით და ვპასუხობთ,“ - აღნიშნა ბარომ.
კრემლმა განაცხადა, ომი რუსეთსა და NATO-ს შორის გარდაუვალი გახდება, თუ დასავლეთის ქვეყნები დაიწყებენ ჯარების გაგზავნას კიევის დასახმარებლად.
Financial Times-ის წყაროს ცნობით, დასავლური სამხედრო სპეცრაზმი უკვე უკრაინაში იმყოფება.
„ყველამ იცის, რომ უკრაინაში დასავლური სპეცრაზმი არსებობს - მათ ეს ოფიციალურად არ აღიარეს,“ - აღნიშნა გამოცემის თანამოსაუბრემ. უკრაინის მხარდასაჭერად დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელმაც აღნიშნა, რომ მომავალში, უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცების გაგზავნა არ არის გამორიცხული. მაკრონის ამ განცხადენას ბევრი ევროპელი კოლეგა შაეწინააღმდეგა. კერძოდ, მსგავსო განცხადებები გაკეთდა გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, აშშ-ში, შვედეთსა და უნგრეთში.