სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებებს დღეს ბერლინში გააგრძელებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
ბადალიანმა დასძინა, რომ 28 თებერვალს ბერლინში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბარბოკს შორის. განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
„ბერლინში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით გაგრძელდა მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. დისკუსია გაგრძელდება 29 თებერვალს, როგორც შეთანხმებული იყო," - აღნიშნა მან.
როგორც სომხური მედია წერს, სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე მირზოიანმა ცალკე შეხვედრა გამართა ბერბოკთან. მისივე ცნობით, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, ასევე, იმავე დღეს ბერლინში ორი ქვეყნის მინისტრების მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიების მიმდინარეობას.
„მიუნხენში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, გერმანიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბერბოკმა გამოაცხადა ორი ქვეყნის თამამი ნაბიჯების შესახებ. ოთხშაბათს, 28 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მიიღო ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ათწლეულის მანძილზე კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის ფარგლებში. წერს თავის მხრივ, DW.
`ახლა არის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა,“ განაცხადა ბურბოკმა. ორივე მხარემ უკვე გადადგა გაბედული ნაბიჯები წარსულის უკან დასატოვებლად, აღნიშნა მან.
ორდღიანი მოლაპარაკებების გახსნისას ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლა მოითხოვს "ნამდვილ ერთგულებასა და მონდომებას" და რომ კავკასიის ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების მიღწევა "დადებით გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის საზღვრებს მიღმა" და "გახსნის გზას უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისკენ სამხრეთ კავკასიაში.“