რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ვიზიტს იწყებს. კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერის ვერტმფრენი უკვე აფრინდა და ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათში დაეშვება.
ეს იქნება პაპი ფრანცისკეს პირველი ვიზიტი ერაყში.
როგორც Vaticannews-ი იუწყება, გამგზავრებამდე პაპი იტალიაში მცხოვრებ ათობით ერაყელ ლტოლვილს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ პაპის დასახვედრად განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს ერაყში. დღესვე, ერაყში ჩასვლისთანავე, რომის პაპი ფრანცისკე პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმს შეხვდება. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, პაპი პრეზიდენტ ბარჰამ სალეჰს შეხვდება.
შაბათს, რომის პაპი თვითმფრინავით გაემგზავრება ქალაქ ნაჯაფსა და ურში. ერაყის ორ ქალაქში მოგზაურობის შემდეგ, პაპი ბაღდადში დაბრუნდება, სადაც საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
ორშაბათს კი, კათოლიკური სამყაროს ლიდერი ერაყში ვიზიტს დაასრულებს და გამოსამშვიდობებელი ცერემონიალის შემდეგ, ვატიკანში დაბრუნდება.
ამავე თემაზე: რომის პაპი ფრანცისკე ერაყს ეწვევა
რომის პაპმა მორწმუნეებს სთხოვა, ერაყში მისი ვიზიტისთვის ილოცონ